კურიოზები - ფორუმი
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » მთავარი » ბახმარო » კურიოზები
კურიოზები
ადმინითარიღი: ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2011, 14:37 | შეტყობინება # 1
ადმინი
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 19
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
დაწერეთ თქვენი ყველაზე საინტერესო და სასაცილო ისტორიები, რომლებიც ბახმაროს უკავშირდება
 
kaxiaთარიღი: შაბათი, 17 სექტემბერი 2011, 18:18 | შეტყობინება # 2
ძმა
ჯგუფი: მახარაძე
შეტყობინებები: 4
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
ვანია აი ესააა ნამდვილი კურიოზი:)ვანიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თემას ვანია

რედაქტირებულია -ს მიერ kaxia - შაბათი, 17 სექტემბერი 2011, 18:22
 
ადმინითარიღი: კვირა, 18 სექტემბერი 2011, 07:59 | შეტყობინება # 3
ადმინი
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 19
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
ვანიაზე მეც გამახსენდა წელს მომხდარი ამბავი, სულ თავიდან დავიწყებ...
საქართველოს ბანკის თანამშრომლები ბახმაროში ამოვიდნენ მზის ამოსვლის სანახავად, და ბახმაროს თავისთავად, მე წინასწარ შემითანხმდნენ რომ ღამით გავყოლოდი მთაზე, რადგან გზა არავინ იცოდა. წასვლამდე დავდიოდი ბახმაროს უბნებში და ნაცნობებს ამაოდ ვეძებდი. სხვა ვერავინ, მაგრამ დავინახე ჩემი უბნელი, სომეხი ვანია ოდიშარია. საღამოს კოცონზე დამპატიჟა, მეც ჩავედი, რაღაც საკმაოდ კაშკაშა ფარანი ქონდა რომელმაც მომხიბლა და მომინდა ამოსავალზე წამეღო, ვუთხარი მათხოვე მეთქი, ვერაო, წამოვიღებ მე თვითონო (მანამდე ვკითხე და არ მინდა მეზარება წამოსვლაო), ღამის 2 საათი მოვიდა, ვანიამ თავისი ფარანი (შემდგომში პროჟექტორი) თავზე დაიმაგრა და წავედით ღამის მოგზაურობაში. მივდიოდით და გზას გვინათებდა ჩვენი პროჟექტორიანი ბიჭი. მჭვიდობიანად ავედით.
როცა გათენდა და მზე ამოვიდა უცებ მძიმე ნისლი ჩამოწვა, მანამდეც იყო ღრუბელი აქა იქ მაგრამ სერიოზულად არ მივიჩნიეთ. აი როცა უკვე თითქმის არაფერი ჩანდა ავიღეთ ჩვენი ნივთები და წამოსვლა დავაპირეთ, ორ ჯგუფად ვიყავით გაყოპილი და ვანიას ვუთხარი შენ წინა ჯგუფთან ერთად წადი, გზა არ იციან და მიაქციე ყურადღება მეთქი წავიდა. როცა ჩვენჩ წამოვედით საშინლად გაწვიმდა, საშინლად დავსველდით, სულ ელავდა, ჭექდა და ქუხდა. მოვდივართ და ნისლში არაფერი ჩანს, როცა ნისლი გაიფანტა ჭინა ჯგუფს დაუწყეთ ძებნა მაგრამ..... არსად ჩანდნენ "მთასვლელები" არც ჩამქვრალ პროჟექტორიანი ვანია იყო სადმე. ჩვენდა საბედნიეროდ რამდენიმე წუთში დავინახე ჯგუფის წევრები, მაგრამ... ვანია არსად იყო. ცოტა ავღელდი, უფრო სწრაფად დავეშვი მათკენ და ვანიას გაუჩინარების ამბავი ვიკითხე, აი პასუხიც:
- როცა გაწვიმდა ვანიამ შემოგვხედა, მომყევით ჩქარაო დაიძახა და ისე დაეშვა სირბილით როგორც ჯიხვი დაეშვებოდა, თვალი ვერ მოვკარით, რა არ ვეძახეთ მაგრამ არ მობრუინდა და არც დაგველოდაო, ჩვენ ნისლის გამო გზა ვეღარ გავაგრძელეთ და იძულებულები ვიყავით დაგლოდებოდით, და ასე ფეხზე დამდგარი გელოდებით რამდენი ხანიაო.
მთიდან ცამოსვლისას ზარის ხმა გავიგე მობილურზე, საგულდაგულოდ გადამალული(წვიმას რომ არ დაესველებინა) ტელეფონი საფარიდან ამოვიღე, დავხედე და ვანია რეკავს მე სახლში ვარ უკვეო, ეს მითხრა და გათიშა. bash bash bash bash bash bash bash bash
უარესის ღირსი ვარ სომეხ ვანიას რომ ჩავაბარე საქართველოს ბანკის თანამშრომლები.
 
ფორუმი » მთავარი » ბახმარო » კურიოზები
გვერდი 1 დან1
ძებნა:

შემოდით ფორუმზე, ვისაუბროთ თემებზე რომლებიც ბახმაროს ეხება!!!